საეკლესიო ქორწინება

საეკლესიო ქორწინება
ქრისტიანულ რელიგიაში შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ეკლესიაში მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს. შესაუღლებელ პირთა შორის ბეჭდების გაცვლა მათი მარადიული ურთიერთზრუნვის სიმბოლოა. ბეჭედი, როგორც წრე, მარადისობას გამოხატავს, ხოლო თავზე გვირგვინის დადგმა - ვნების დათრგუნვას, ჯილდოს იმისათვის, რომ მათ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად იცხოვრეს. რელიგია ქორწინების საიდუმლოთი შეკრულ ცოლ-ქმრულ კავშირს განიხილავს, როგორც ეკლესიასთან ქრისტეს სულიერ კავშირს. მართლმადიდებელი ეკლესია რჯულიერ ქორწინებას ძალიან იშვიათად აუქმებს (მაგ., ცოლ-ქმრისაგან რომელიმეს ღალატის შემთხვევაში და სხვა), კათოლიკური ეკლესია კი, საერთოდ არ აუქმებს.
Source: გულიაშვილი ელზა. ქალი, როგორც სრულუფლებიანი სუბიექტი (სამოქალაქო და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით) ალმანახი // ალმანახი №7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "საეკლესიო ქორწინება" в других словарях:

  • ქორწინება — • ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობას. ეს კონსტიტუციური პრინციპი აღიარებს ოჯახს, როგორც საზოგადოების ძირითად უჯრედს, რომლის სიმტკიცეზე დამოკიდებულია არა მარტო ოჯახის წევრთა კეთილდღეობა, არამედ საზოგადოების წარმატებული… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»